-
2021-06-25 15:48
28 წლის მომღერალი სელენა გომესი ამჯერად Vogue-ის ახალი ნომრის გარეკანზე გამოჩნდა. მომღერალმა ექსკლუზიურ ინტერვიუში საზოგადოებისთვის ძალიან სიანტერესო თემაზე, საკუთარ პირად ცხოვრებაზეც ისაუბრა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ყველასათვის ცნობილია, რომ სელენა გომესი 2011 წლიდან ჯასტინ ბიბერს ხვდებოდა, მათი ურთიერთობა საბოლოოდ 2018 წელს დასრულდა, რის შემდეგაც მალევე ჯასტინმა რომანი გააბა სელენას უახლოეს მეგობართან – ჰეილი ბოლდუინთან და მალევე მისი მეუღლეც გახდა.
VOGUE-სთან ინტერვიუში სელენა ამ თემას ირიბად შეეხო."მე ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და ადამიანებს ჩემი გამოყენების საშუალებას ვაძლევდი. ჩემი ყოფილი ურთიერთობის უმეტესობა იყო ისეთი, თითქოს დამწყველეს” - განაცხადა მომღერალმა