"სიყვარული თანდაყოლილია" - რას წერს გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში

Image

გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე" მორიგ პოსტს აქვეყნებს და გულშემატკივრებს კვლავ რჩევით მიმართავს. 

 

"ადამიანისთვის ბევრი რამ მტკივნეულია, მაგრამ სასარგებლო სიცოცხლისთვის. მაგალითად ნემსის გაკეთება, ქირურგიული ოპერაციები, გულის შეცვლაც კი. ასევე მწარეა სულის ტკივილი. მტკივნეულია სიმართლე, რომლის მოსმენაც არ გვინდა. ვიცით, ჯანმრთელობისთვის რა არის ცუდი და რა არა. ვიცით, ბედნიერებისთვის რა არის კარგი და რა არა.

მიუხედავად ამისა, ადამიანს არ შესწევს უნარი აირჩიოს ის გზა, რომელიც მას ბოლომდე გააბედნიერებს.

ადამიანმა ვერ ისწავლა საკუთარი თავის, სხეულის, სულის იმ დონეზე შეყვარება, რომ გაუფრთხილდეს სიცოცხლეს.

ადამიანმა ვერ ისწავლა სწორად ფიქრი, რომ არ ავნოს თავის თავს, ნერვებს, სხეულს.

ადამიანმა ვერ ისწავლა ადამიანის სიყვარული და სხვისი წარმატების სიხარული.

რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, ახლოს ვიცნობ ადამიანებს, ვინც ბევრი მიზეზის გამო წარმატებას ვერ მიაღწია, როგორც პირადში, ასევე კარიერაში, მაგრამ სხვისი წარმატება, სხვისი სიხარული უხარიათ.

თუ შენში დიდი სიყვარულია, შენ ადვილად პატიებ ადამიანებს, სიყვარულის ძალით შეგიძლია მართო შენი ემოციები, სიყვარულის ძალით შენ შეგიძლია მიაღწიო ჰარმონიას.

სიყვარული თანდაყოლილია. შეიძლება სწავლაც.

თუ, როგორ უნდა გამოიმუშაო საკუთარ თავში სიყვარული, თუ როგორ დაძლიო შიში ცხოვრებისა, თუ როგორ უნდა გიხაროდეს, როგორ უნდა იყო ბედნიერი, მიაღწიო წარმატებას და ჰარმონიას, თან შეირგო, იხილავთ ჩემს წიგნში, რომელიც მალე გამოვა." - განაცხადა გია ჯაჯანიძემ. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !