"თან ძალიან სიამაყით, მისურვებს საშინელებებს" - ნუკი კოშკელიშვილი

Image

ტელესახე ნუკი კოშკელიშვილი "ინსტაგრამის" აქტიური მომხმარებელია და გამომწერებს საკუთარ გამოცდილებასა და ყოველდღიურ ცხოვრებისეულ ისტორიებს ხშირად უზიარებს. ცოტა ხნის წინ მან აშშ-ში ებრაელების ქორწილიდან საკუთარი გამომწერებისთვის "სთორები" ჩაწერა, რა დროსაც უცნობმა ქალბატონმა წერილი მისწერა.



„გუშინ ვიყავი არაჩვეულებრივ ქორწილში, არაჩვეულებრივი იმიტომ კი არ იყო, რომ კარგი საჭმელი ან სასმელი ან ძვირფასი დარბაზი იყო, არამედ იმიტომ, რომ სიყვარული იგრძნობოდა, თითოეულ დეტალში იგრძნობოდა წყვილის ისტორია, იგრძნობოდა ოჯახის მხარდაჭერა. ვგიჟდები ასეთ ბედნიერ და მოსიყვარულე ხალხზე. ამ დროს, აი, გაგანია სიყვარულით 

 

დატკბობაში, მომდის მესიჯი პირადში, მე ყოველთვის ვცდილობ, წავიკითხო მესიჯები, მესიჯს მწერს ქალბატონი და მესიჯი არის გაჟღენთილი უარყოფითი, საზიზღარი სიტყვებით. დიდი კი არაფერი, მაგრამ აი, ბედნიერება რომ იგრძნობა მისი მხრიდან და დაკმაყოფილება. ჩემს გარეგნობაზე მოწერით, თან ძალიან სიამაყით, მისურვებს საშინელებებს. რა თქმა უნდა, დამაინტერესა, ნეტავ, როგორ გამოიყურება თვითონ, გადავედი და რას ვხედავ, ანგელოზივით გოგო, მართლა!! ახალგაზრდა, ლამაზი, კოხტა, აი, ყველა ნაკვთი რომ თავის ადგილზე აქვს და ჰყავს სიმპათიური ქმარი, ბევრი ფოტო ერთად. კიდევ უფრო სიმპათიური და ძალიან საყვარელი ბავშვები, ორი პატარა. უყურებ და ფიქრობ, ახლა ამ გოგოს რამ ააღებინა ტელეფონი და რამ დააწერინა ეს მესიჯი, მისთვის აბსოლუტურად უცხო ადამიანისთვის.

 

მე კი არაფერი, არც მწყენია, მაგრამ მიკვირს. მინდა გკითხოთ, რატომ არის ზოგი ადამიანი ასეთი? მე მაგალითად, ვინმე თუ არ მომწონს, რამე თუ არ მომწონს, არ შევხედავ, არასდროს თავში აზრად არ მომსვლია, ვინმეს მივწერო, ისიც თავში აზრად არ მომსვლია, ვინმეზე რამე ვთქვა ცუდი… რა არის ამ ადამიანების კატეგორიის მოტივაცია? სულ მგონია, რომ ძალიან აწუხებთ რაღაც ცხოვრებაში, ბევრი პრობლემა აქვთ და ამას ასე ებრძვიან, ნერვებს იმშვიდებენ. თქვენ როგორ ფიქრობთ?“, - წერს ნუკი "ინსტაგრამზე". 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !