-
2021-06-24 12:33
სოფო შევარდნაძეს სულ ცოტა ხნის წინ ვაჟი შეეძინა და მასთან დაკავშირებით ხშირად საუბრობს ინტერნეტ სივრცეში. დღეს მისი ვაჟი ანდრია სამი თვის გახდა და ამ ფაქტთან დაკავშირებით მან სოციალურ ქსელში კვლავ დაწერა.
"სამი თვეა ვცხოვრობ ამ სასწაულთან. და ახალ საკუთარ თავთან. გავიარე რა იმის გაცნობიერების სტადია, რომ ამიერიდან ყველაფერი სხვანაირად იქნება, აღმოჩნდა, რომ ადამიანური რესურსები ამოუწურავია. როცა მესმის შეკითხვები დედობისა და სამსახურის შეთავსებაზე, წამიერად ვპასუხობ, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუ გაქვს სურვილი და არ გაქვს კომპლექსები, რომლებსაც უსაფუძვლო დანაშაულის განცდა სდევს ხოლმე თან.
ჩემთან მოვიდა ძალების მობილიზაციის ის სიმაღლე, რაც აქამდე წარმოუდგენელი იყო! არ ყოფილა სხვა მომენტი, როცა ასე ძალიან მინდოდა და მივიწევდი ჩემი პოტენციალის სრული რეალიზაციისკენ, როგორც ახლა.
და არა, ეს არ არის ეგოიზმი, არც პატივმოყვარეობა, არამედ აბსოლუტურად შინაგანი თავდაჯერება და სიცხადე იმისა, რომ ზუსტად ასე უნდა იყოს.
და ეს გაგება მომცა მე ანდრიამ." - წერს სოფო შევარდნაძე საკუთარ "ინსტაგრამზე".