-
2021-06-23 17:01
დღეს, 23 ივნისს რომის პაპთან შეხვედრას სხვა მნიშვნელოვან პირებთან ერთად ერთი უჩვეულო პირიც, უფრო სწორად, ადამიანი ობობაც ესწრებოდა. ლურჯ და წითელ ფერებში გამოწყობილი პირი VIP განყოფილებაში იჯდა და მოვლენებს მშვიდად აკვირდებოდა.
როგორც აღმოჩნდა, კოსტიუმის მიღმა პიტერ პარკერი კი არა, 27 წლის იტალიელი მატია ვილარდიტა იმალებოდა. მატია ვილარდიტა სუპერგმირების კოსტიუმებს ხშირად ირგებს და საავადმყოფოში მყოფ ბავშვებს ამხიარულებს. მატიამ VIP განყოფილებაში მოხვედრა სწორედ ამ საქმიანობის გამო დაიმსახურა.

შეხვედრის ბოლოს მატია ვილარდიტა რომის პაპს გაეცნო და საჩუქრად ადამიანი ობობას ნიღაბიც კი გადასცა.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ვილარდიტამ საავადმყოფოებში ხშირი სტუმრობისა და ბავშვების გამხნევების გამო იტალიის პრეზიდენტისგან ჯილდოც კი მიიღო