-
2021-06-23 16:08
ეკა კვალიაშვილი სოციალურ ქსელში რეგულაციების შემსუბუქების თაობაზე კომენტარს წერს და ამბობს, რომ თავად პირბადეს არასოდეს მოიხმარდა.
„თავისუფლად სუნთქვას გილოცავთ!
აჰაა, გახსოვთ ფრაზა – ჰაერიც ფასიანი გახდებაო, ჰოდა, ვნახოთ, სადამდე. ალბათ, შემდეგ ტალღამდე. აბა, ხომ უნდა დაბრალდეს რაღაცას გავრცელება, რომ მერე ახალი ტალღები და ჯანდაბები გააპრავონ! ვნახოთ… ნეტავ, ვცდებოდე.
მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება ვეღარ გაბედოს ვერავინ ეს მარაზმი, თუ ცხვრებივით და შეშინებული ყურბანებივით აღარ მოიქცევა ხალხი. აბა, ერო. გილოცავ და შეინარჩუნე თავისუფლება და თავს ნურავის დააჩაგვრინებ!
პირადად მე, არც არასდროს მიკეთებია ეს მარაზმი და არ გამიმდიდრებია ვიღაცის ბიზნესი. მადლობა უფალს და ჩემს ცნობიერებას, რომ მღვიძავს!!!“