
ტელესახე ანი გიუნტერი სოციალურ ქსელში 81 წლის დედის შესახებ წერს, რომელიც ამჟამად კლინიკაში იმყოფება და ოცი დღის შემდეგ, პირველად აქვს მისი ნახვის შესაძლებლობა.
„არსებობს ასეთი სიტყვა - ბრძოლისუნარიანი. ეს არის ექიმების მთავარი დასკვნა და დიაგნოზი 81 წლის ლუბა დანილენკოს შემთხვევაში. მხოლოდ ამის დამსახურებით ახლა ვნახავ საკუთარ დედას 20 დღის შემდეგ. ძალიან ვღელავ, ძალიან. გული მაქვს ამოვარდნაზე და გიგზავნით თქვენ მადლობას ყველას“, - წერს ანი სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკიდან.