-
2021-06-23 13:30
მოდელმა ნინი გოგიჩაიშვილმა ცოტა ხნის წინ, "ინსტაგრამ სთორიში" გამოაქვეყნა თაიგულის ფოტო წარწერით, როგორც ჩანს მოდელი 2 წელია შეყვარებულია. მისი პარტნიორის ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია.
„სამუდამოდ ჩემი ვალენტინი მიყვარხარ ლ.მ. საოცნებო მამაკაცი მთელს გალაქტიკაში და ისიც ჩემი"
"2 შესანიშნავი წელი შენთან ერთად და იმედია სამუდამოდ ერთად ვიქნებით ჩემო სიყვარულო"- წერს ნინი ფოტოზე, რომელიც ინსტაგრამ სთორიში გამოაქვეყნა.


ახალგაზრდა მოდელი პირად ურთიერთობებზე არასდროს საუბრობს. როგორც ჩანს, ის შეყვარებულის საზოგადოებისთვის გაცნობას ჯერ არ აპირებს.
"ორივე ულამაზესია" - დაწერა ნინიმ ფოტოზე, სადაც ჩანს, რომ საყვარელმა მამაკაცმა მოდელს ბეჭედი და დიდი თაიგული აჩუქა.

რამდენიმე თვის წინ ნინი დასასვენებლად დუბაიში იყო, სადაც უცხო მამაკაცის არსებობა პირველად გაამჟღავნა, თუმცა ვინაობის გამხელა მოდელმა არც მაშინ მოისურვა.
ნინის არჩევანს კი საზოგადოება და მისი გამომწერები მოუთმენლად ელოდებიან.