
გურამ შეროზია მორიგ ვიდეო კლიპს ინსტაგრამზე აანონსებს. კლიპში მონაწილეობას იღებს მარიამ კახელიშვილი.
"დავასრულეთ როოგორც იქნააა კლიპის გადაღებები, სიმღერაზე "გვიყვარდა" და აი სასწაული პროცესი იყო:
მთელი სამი დღე, სად გვიღამდებოდა, სად გვითენდებოდა, რას ვჭამდით, როდის, აღარ გვახსოვს. ღამე წყალტუბო პლაზა რომ უგეემრიელეს საკვებს გვახვედრებდა - ეს იყო ნეტარება და ჭიქა ღვინოც.
ჩემი შევარდნები მარიამთან, 1 საათი რომ იკეთებდა მაკიაჟს, ან ვინმე სადმე თუ აგვიანებდა, იმენნა ბოროტი მასწავლებლის როლში ვიყავი
ლაილაშში იმენნა დავილეწეთ, მერე მინდორში დავიწვით, მერე შაორზე ტალღები მოვარდა და ყველა გეგმა აგვირია.
მარიამის პანიკა, როცა გადასავარდ ადგილთან გვიწევდა გადაღება და ჩემი კივილი, როცა რეჟისორი ბალახებში მიშვებდა და მეგონა ან ხვლიკი შემოიძვრებოდა სადმე, ან კალია, ან ჯანდაბა :დ
აუზებზე ცურვის პროცესს ვაჩერებდით, ქუთაისში მოძრაობას, ნანგრევებში ლამის პატარძალს ჩავუხდით შუაში, ნუ რა გვექნა, გვინდოდა, რომ იდეალურად გამოსულიყო ყველაფერი )))
აიიიი შედეგს მალე იხილავთ და დიიიდი იმედი მაქვს მოგეწონებათ!"