
კიმ კარდაშიანის თქმით, ქორწინება სრულდება, მაგრამ კანიე უესტი ყოველთვის მისი მეგობარი იქნება.
"ის, პირველ რიგში, ჩემი მეგობარი იყო დიდი ხნის განმავლობაში და ვერ ვხედავ მიზეზს, რომ ეს მეგობრობა გაქრეს. მე სამუდამოდ ვიქნები კანიეს ყველაზე დიდი გულშემატკივარი. ის ჩემი შვილების მამაა და კანიეს ყოველთვის ექნება ოჯახი."
კარდაშიანმა ასევე დაამატა, რომ მას და უესტს ახლა "საოცარი ურთიერთობა აქვთ" და რომ ყოფილ მეუღლეს "დიდ პატივს სცემს".
კარდაშიანმა არ ისაუბრა განქორწინების კონკრეტულ მიზეზზე, თუმცა აღნიშნა, რომ ”აზრთა სხვადასხვაობა" გახდა
ძირითადი მოტივი. კიმი ქორწინების პერიოდში ამბობდა, რომ თავს მარტოხელად გრძნობდა.
"არ მსურს ვინმემ იფიქროს, რომ მე ყველაფერი არ მივეცი ან არ ვცდილობდი ოჯახის შენარჩუნებას. ჩვენ ოთხი ბავშვი გვყავს", - ამბობს კიმი.
მისივე თქმით, კანიე მისთვის პირველი ნამდვილი ქმარი იყო, მიუხედავად იმისა, რომ იქამდეც იყო ქორწინებაში.
”ეს ჩემთვის იყო, როგორც ჩემი პირველი ნამდვილი ქორწინება”.
ცნობისთვის, იანვარში რეალითი შოუს ვარსკვლავი და რეპერი ერთმანეთს დაშორდნენ. კანიემ განქორწინების მოთხოვნა თებერვალში ქორწინების მეშვიდე წლისთავთან დაკავშირებით შეიტანა. კიმს და კანიეს ოთხი შვილი ჰყავთ.