-
2021-06-21 14:16
ყოფილ მოდელსა და დიზაინერს, ანუკი არეშიძეს, საზოგადოება კარგად იცნობს. ანუკისა და თბილისის მერის, კახი კალაძის ოჯახი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. წყვილი ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებს.
„ფოტოებს რითი იღებ?“ , „მარტოობა თუ გიყვარს?“, „როგორია ნამდვილი ანუკი არეშიძე?“, „რას შეცვლიდი შენში?“ - ამ და სხვა არაერთ კითხვას ანუკიმ ამჯერად „ინსტაგრამსთორის“ საშუალებით უპასუხა.
ერთ-ერთი გამომწერის კითხვაზე, სურს თუ არა მას გოგო შვილი, ანუკიმ დაწერა: „მოკლედ, უამრავი შეკითვა მივიღე გოგო შვილთან დაკავშირებით, რჩევები და გამოთვლებიც კი, რისთვისაც გულითად მადლობას მოგახსენებთ ყველას. რა თქმა უნდა, გოგო შვილი ყოველთვის მინდოდა, პირველივე შვილიდან, ვიცი, რომ გოგოს მშობლები ძალიან სხვანაირად ბედნიერები და განებივრებულები ხართ. მე, ალბათ, მომავალი ოთხი რძლის სიყვარულით შემოვიფარგლები“. - აღნიშნა მან.