
Tuttosport-ის მიერ ორგანიზებულ Golden Boy 2021-ის ჯილდოსთვის შეჯიბრში, სადაც ხვიჩა კვარაცხელიაც მონაწილეობს და ხმის მიცემა მისთვისაცაა შესაძლებელი, ჯერ-ჯერობით თურქი ფეხბურთელი ლიდერობს, ქართველი შემტევი კი მეექვსე-მეშვიდე ადგილებს იკავებს.
"რუბინის" ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიას, ამ ეტაპზე, ხმა 3122-მა ადამიანმა მისცა (126 488 მონაწილიდან). თუმცა, ხორვატიის "ჰაიდუკის" 18 წლის ფორვარდ სტიპ ბიუკს ზუსტად ამდენივემ დაუჭირა მხარი.
ათეულში ხვიჩაზე წინ არიან "მარსელის" 19 წლის ბრაზილიელი ფორვარდი ლუის ენრიკე ლიმა, ლისაბონის "სპორტინგის" 18 წლის მცველი ნუნო მენდესი, კიევის "დინამოს" 18 წლის მცველი ილია ზაბარნი და "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების 18 წლის ნახევარმცველი პედრი.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიასთვის ხმის მიცემა ისევ არის შესაძლებელი.