25 წლის, ახალგაზრდა მსახიობი, ანია ტეილორ-ჯოი საზოგადოებისთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მინი სერიალ - The Queen's Gambit-ში მთავარი როლი შეასრულა და ამ როლის შესრულებისთვის ოქროს გლობუსიც მიიღო.
ანია უკვე საკმაოდ მოთხოვნადი სახეა და უამრავ ცნობილ ბრენდთან თანამშრომლობს. ცოტა ხნის წინ კი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობი სამკაულების ბრენდ Tiffany & Co-ს სახე გახდა. მან ახალი კოლექცია - T1 მსახიობ ელის როსთან და ეილინ გუსთან ერთად წარადგინა.