
ცნობილმა ქართველმა მოდელმა, თაკო ნაცვლიშვილმა იტალიაში უნივერსიტეტი დაამთავრა. საზეიმო ფოტოები კი გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში გაუზიარა.
მან ცოტა ხნის წინ გამოქვეყნა ფოტოები "ინსტაგრამზე" წარწერით - "დავამთავრეე!!! მადლიერი ვარ ამ საოცარი 3 წლით და კიდევ უფრო მადლიერი ვარ, რომ შევხვდი ჩემს საყვარელ ხალხს ამ მოგზაურობაში! ეს მომენტი სამუდამოდ დაიმახსოვრება! მე ეს გავაკეთე!!" როგორც ჩანს, მოდელმა დღე მეგობრებთან ერთად აღნიშნა, რაც მისი ფოტოებიდან კარგად ჩანს.
თაკო იტალიაში სწავლობდა მოდის დიზაინის განხრით, სადაც ასევე წარმატებით აგრძელებს თავის კარიერას მოდის განხრით და ხშირად პოზირებს სხვადასხვა ცნობილი ბრენდისათვის.