
ოლივია კულპო 29 წლის ამერიკელი მოდის ინფლუენსერი, სატელევიზიო და სოციალური მედიის ვარსკვლავია. მოდელი თავდაპირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში Miss USA 2012 გახდა, ხოლო გამარჯვების შემდეგ “მის სამყარო 2012-ის” ტიტულიც მიიღო.
29 წლის ვარსკვლავი პაპარაცებმა რამდენიმე საათის წინ ნიუ-იორკში, ფილმ Venus As A Boy-ის პრემიერაზე შენიშნეს. ოლივიამ პრემიერისთვის ლუი ვიტონის ელეგანტური სამოსი მოირგო.