
შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანებს, არჩილ სოლოღაშვილსა და ნუცა ქავთარაძეს უსაყვარლესი ვაჟი შეეძინათ, რომელიც მალევე ტელესახემ და მომღერალმა თიკა ფაცაციამ მონათლა.
არჩილი და ნუცა სანის ფოტოებს ინსტაგრამ გვერდზე ხშირად აქვეყნებენ. გამომწერებს პატარა სანი ძალიან შეუყვარდათ, სწორედ ამიტომ არ იშურებენ თბილ კომენტარებს.
"ბიჭი საოცრება!!" " ვაიმე რა თვალები აქვს" - წერენ გამომწერები.
იქვე შეხვდებით გვანცა დარასელიას კომენტარს - "იცოდი რომ ულამაზესის გარდა სხვანაირი ბავშვი არ გეყოლებოდა ხო?"