
მაისში, კომპანია Blue Origin-მა, რომელიც Amazon-ის შვილობილი კომპანიაა, უჩვეულო აუქციონი მოაწყო, რომლის გამარჯვებულსაც შანსი მიეცემა კოსმოსში თავად ამაზონის დამაარსებელთან – ჯეფ ბეზოსთან ერთად იფრინოს.
ონლაინ აუქციონში მონაწილეობა 7600-მა ადამიანმა მსოფლიოს 159 ქვეყნიდან მიიღო. ხოლო ადამიანმა, რომელსაც საგზური ერგო მასში 28 მილიონი დოლარი გადაიხადა.
რაც შეეხება ფრენას, მეუღლესთან დაშორების შემდეგ, ბეზოსმა განაცხადა, რომ საკუთარ ძმასთან ერთდ აპირებს კოსმოსში მოგზაურობას. დედამიწიდან გასვლა კი, როგორც ცნობილია 20 ივნისს განხორციელდება.