
გიორგი ჯობავასა და სალი წვერავას, სოცილაურ ქსელში კარგად იცნობენ. ისინი „ინსტაგრამზე“ ძალიან აქტიური წყვილია, რომლებიც ყოველდღიურად აქვეყნებენ ინტერნეტ სივრცეში სხვადასხვა სახალისო ვიდეოებს და ფოტოებს.
სალი და გიორგი ხშირად მოგზაურობენ ქვეყნებში და გამომწერებს უალამაზეს კადრებსა და ვიდეოებსაც უზიარებენ. როგორც მათი „ინსტაგრამ სთორებიდან“ ირკვევა, წყვილი რამდენიმე დღეში კიდევ ერთ მოგზაურობას გეგმავდა, რომელიც მოულოდნელი მიზეზის გამო ჩაიშალა: „წესით, ახლა სადღაც სეიშელიდან უნდა ვწერდეთ ვიდეოებს, მაგრამ ცხოვრებაში ხანდახან რაღაცები ასე, ერთი ხელის მოსმით იცვლება. გაფრენამდე რამდენიმე საათით ადრე მოვიდა PCR ტესტის პასუხი, რომ მაქვს კორონა, რასაც ვერც კი წარმოვიდგენდი, იმიტომ, რომ არანაირი სიმპტომი არ მქონია. ასე რომ, სეიშელის ტური ასე უცბათ ჩავარდა, უფრო სწორედ, გადაიდო - საბედნიეროდ, ავიაკომპანიამ გაითვალისწინა ჩვენი მდგომარეობა და გადაგვიცვალა ბილეთები. 1 ივლისს, ანუ 2 კვირაში, ჩვენ ავასრულებთ იმას, რაც ჩაფიქრებული გქვონდა. ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, გამხნევებისთვის, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება“ - ამბობს გიორგი ჯობავა ვიდეოში.