
ორსული ნანუკა გოგიჩაიშვილი ბიზნესმენ მეუღლეს, ნიკოლოზ ნაყოფიას დაბადების დღეს სოციალური ქსელით ულოცავს. "მიყვარხარ სამუდამოდ... გილოცავ, რა მაგარია ჩემთვის რომ გაგაჩინეს" - წერს ნანუკა და ქმართან ერთად გადაღებულ რომანტიკულ კადრებს აქვეყნებს.
მოდელი პირველ შვილს ელოდება. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, როდესაც ნანუკას სურათი მისმა დამ, ნინი გოგიჩაიშვილმა გამოაქვეყნა. წყვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით უამრავი მილოცვა და დადებითი კომენტარი მიიღო.
ნანუკა და ნიკა ორი წელია ქორწინებაში არიან.