
ლიკა დოლიძე - მოსკოვში მოღვაწე ქართველი მომღერალი, რომელიც საქართველოში დაბრუნდა, ჩვენთან ინტერვიუში თავის სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
მოდით დავიწყოთ თქვენი ბავშობის წლებით , მღეროდით ანსამბლ „ლახტში“, როგორ გაიხსენებთ იმ წლებს და იყო თუ არა თქვენი ბავშობის ოცნება გამხდარიყავით ცნობილი მომღერალი?
- " ბავშობის წლებს ძალიან კარგად ვიხსენებ, ძალიან კარგი პერიოდი იყო,კარგ დროს მომიწია ცხოვრება და ეს იყო ძალიან ბევრი წლისწინ. 5 წლის ბავშვის მეხსიერებაში რა შეიძლება იყოს?! რაც თავი მახსოვს ვმღერი და ვმღერი.
კი, ალბათ მინდოდა ვყოფილიყავი ცნობილი მომღერალი, ცნობადისახე, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამ ეტაპზე ვარ ძალიან ცნობადი სახე, იქიდან გამომდინარე, რომ წლების განმავლობაში არ ვცხოვრობდი საქართველოში.
დავბრუნდი და დავუბრუნდი ჩემს საქმეს, თუმცა, სადაც ვცხოვრობდი იქაც ჩემი საქმისთვის არ მიღალატია. 90-იან წლებს თუ ჩავთვლით და მის დასასრულს, სანამ ემიგრაციაში გავემგზავრებოდი, მქონდა სოლო კონცერტი ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში, რომელმაც ძალიან წარმატებით ჩაიარა. სწორედ იმ პერიოდში ვითვლებოდი ცნობად სახედ."
საკმაოდ პატარა ასაკში შექმენით ოჯახი, იყო თუ არა რთული ყოფილიყავით კარგი მეოჯახე და თან გქონოდათ კარიერა?
- "დიახ, პატარა ასაკში შევქმენით ოჯახი ,უკვე 27 წელს ითვლის ჩემი და ჩემი მეუღლის თანაცხოვრება და მოდის დღემდე ასე ბედნიერად. ოჯახში მთავარია ურთიერთგაგება, პატივისცემა, დათმობა და სიყვარული. ყველანაირად ვეცადე ოჯახისთვის კარიერა შემეთავსებინა, რაშიც ჩემი მეუღლე ყოველთვის მიწყობდა ხელს. დღემდე რასაც ვაკეთებ სწორედ მისი გვერდში დგომის დამსახურებაა“.
რამდენად არის ახლა თქვენი მეუღლე ჩართული თქვენს სასიმღერო კარიერაში ?
-"დიახ,იგი ახალაც ასი პროცენტით ჩართულია ჩემს სასიმღერო კარიერაში."
წლების განმავლობაში ცხოვრობდით მოსკოვში, მღეროდით და სწორედ იქ გააგრძელეთ თქვენი მუსიკალური კარიერა ?
- "დიახ, სადაც ვიყავი იქაც არ მიღალატია ჩემი პროფესიისთვის."
ემიგრაციიდან დაბრუნდით საქართველოში, გაგიჭირდათ თუ არა აქ დამკვიდრება ?
- "ვერ გეტყით, რომ საქართველოში გამიჭირდა დამკვიდრება, რადგან ეს არის ჩემი ქალაქი, სადაც მე დავიბადე, გავიზარდე, სადაც ბევრი წელი გავატარე, სადაც დავიწყე და ავიდგი ნაბიჯები მუსიკალური კარიერის მხრივ. ნუ, რა თქმა უნდა, როდესაც ჩამოვედი შეცვლილი დამხვდა აქაურობა და გარკვეული პერიოდი დამჭირდა, რომ ამეწყო ფეხი დღევანდელი დღისთვის, თუმცა ვფიქრობ , რომ ეს მოვახერხე."
თქვენ რამდენად ხართ ჩართული თქვენი მეუღლის საქმიანობაში, ანუ სარესტორნო სფეროში?
- "არანაირად არ ვარჩართული სარესტორნო სფეროში, მე ვარ ჩართული და გადართული მხოლოდ ჩემს კარიერაზე და ჩემს სიმღერაზე. კვირის განმავლობაში რამდენიმე დღე ვმღერი რესტორანში ბენდთან ერთად, ისიც რეპეტიციის მიზნით."
როგორც აღნიშნეთ, ახლა აქტიურად მუშაობთ ბენდთან ერთად, რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ ?
- " სამომავლო გეგმები არის ის, რომ ბენდთან ერთად ვმუშაობთ არა სიმღერის ქავერებზე, არამედ საკუთარ სიმღერებზე, თუმცა ამ ეტაპზე გვაქვს რამდენიმე ქართული ქავერ ვერსიაც.
ჩვენი მიზანია გვქონდეს საკუთარი რეპერტუარი. მე ამითი ბედნიერი და მდიდარი ვარ, რადგან წლების განმავლობაში საკმაოდ კარგმა კომპოზიტორებმა დაწერეს ჩემთვის სიმღერები და სწორედ ამ სიმღერების განახლებულ და ახალ ვერსიებს ვაკეთებთ.
მთავარია როდესაც ბენდი გყავს და როდესაც უკვე პრეტენზია გაქვს, რომ დადგე და ასე ფართოდ გამოჩნდე საზოგადოების წინაშე უნდაგქონდეს საკუთარი რეპერტუარი, ვფიქრობ, ამითი უყვარდები მსმენელს.
ასევე ბენდთან ერთად, ვემზადებით სოლო კონცერტისთვის, იმედია პანდემია ამაში აღარ შემიშლის ხელს.
სხვა გეგმებიც ბევრია, უბრალოდ არ მიყვარს ამაზე წინასწარ საუბარი. საოცარ ადამიანებთან ვმუშაობ, ყოველთვის თამამად ვამბობ, რომ საუკეთესო მუსიკოსებთან მიწევს მუშობა ზურა მახარაშვილის ხელმძღვანელობით."
ავტორი: ნიკოლოზ ჯახაია