
სოფო შევარდნაძემ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა თავის ინსტაგრამ გვერდზე, სადაც პირად ცხოვრებასა და საჯაროობის ზღვარზე საუბრობს. რადგან ბოლო პერიოდში, რაც ის დედა გახდა, არ წყდება შეკითხვები და მითქმა-მოთქმა მისი პირადი ცხოვრებისა და ბავშვის შესახებ.
"პირად ცხოვრებასა და საჯაროობის ზღვარზე. მე საჯარო ადამიანად დავიბადე, როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს. ზედმეტად აქტიურმა ყურადღებამ ასწავლა ჩემს ოჯახს, აეგო არა მხოლოდ საზღვრები, არამედ კედლები, რომლებიც ჩვენ ყველას გვიცავდა. ცხოვრების ასეთი სტილი ჩემს ნაწილად იქცა და დამეხმარა მოგვიანებით, უფრო ძლიერი ვყოფილიყავი.
ახლა ჩემი ოჯახი მაქვს. მე უკვე არა მხოლოდ ქალიშვილი ან შვილიშვილი ვარ. ახლა დედა ვარ. და რაც არ უნდა უნდოდეს ბევრს, გაიგოს მეტი და უფრო ახლოს, მე უბრალოდ ვიცი, რომ ამიერიდან ჩემი შვილისთვის საზღვრების აგება ჩემი პასუხისმგებლობაა. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ოჯახის წევრებს აქვთ უფლება, თავად გადაწყვიტონ, სურთ მათ საჯაროობა თუ არა. ჩვენი საქმე კი ის არის, მათ მივცეთ ეს არჩევანი და დავიცვათ არასაჭირო ყურადღებისგან. თუ ადამიანს, რომელიც ჩემ გვერდით არის, შეუძლია საკუთარი თავის დაცვა ამ უფლებით, ჩემი შვილისთვის მე ვარ ასეთი დამცველი.
და მხოლოდ როდესაც ანდრია გაიზრდება და თავად შეძლებს გადაწყვიტოს, რის მიწოდება შეუძლია სამყაროსთვის, მე ვიქნები მხოლოდ და მხოლოდ დამკვირვებელი. მანამდე კი ასეა...
ნუთუ ყველა არ იცავს თავის უფლებას პირადზე?" - ნათქვამია სოფო შევარდნაძის განცხადებაში.