
ბოლო დროს, ქართველი მეცოსოპრანოს, ქეთევან ქემოკლიძის “კარმენის” სპექტაკლები სევილიაში ტრიუმფით მიმდინარეობს. 30 წლის შემდეგ, სევილიის მაესტრინცას ოპერაში “კარმენი” სწორედ ქართველი მომღერალით დაბრუნდა.
მსოფლიოში “კარმენის” როლის ერთ-ერთმა საუკეთესო ქართველმა შემსრულებლმა ესპანური პრესის დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა. ის გამოსახეს არა მარტო ესპანეთის ყველაზე ცნობილი საოპერო ჟურნალის “ოპერა აქტუალის” ყდაზე, არამედ, როგორც ინფორმაცია გავრცელდა, აღიარეს “კვირის არტისტადაც”.
“კარმენის” ეს თანამედროვე დადგმა ეკუთვნის ესპანელ რეჟისორს კალიქსტო ბიეიტოს, რომელიც წარმატებით იდგმევა მსოფლიოს წამყვან სცენებზე. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლს დირიჟორობდა ესტონელი ქალი დირიჟორი ანუ ტალი.
ქეთევან ქემოკლიძის “კარმენი” სევილიურმა პუბლიკამ განსაკუთრებული აპლოდისმენტებით ფლამენკოს რიტმში დააჯილდოვა, რაც ფარდის დახურვისასაც არ შეწყვეტილა.