
მას შემდეგ, რაც პრინც ჰარის და მეგან მარკლს გოგონა შეეძინათ, დიდ ბრიტანეთში მითქმა-მოთქმა არ წყდება იმის შესახებ, რომ სამეფო წყვილს მიერ ქალიშვილისთვის ლილიბეტის დარქმევა სამეფო ოჯახისთვის დამამცირებელია, რადგან ეს დედოფლის ოჯახური მეტსახელია. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ პრინცმა ჰარიმ ამის შესახებ დედოფლისგან ნებართვა აიღო.
როგორც ცნობილია, პრინც ჰარის ბებიასთან ახლო ურთიერთობა აქვს და პატარა ლილიბეტი დედოფალს უკვე შეხვდა ვიდეოზარით.
"ჰარი და მეგანი ვერ მალავდნენ ემოციებს, როცა დედოფალს ესაუბრებოდნენ. ისინი მოუთმენლად ელოდნენ ვიდეოზარით ლილიბეტის დედოფალთან წარდგენას",- აღნიშნავენ უცხოურ მედიაში.
ცნობისთვის, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი 4 ივნისს გოგონას მშობლები გახდნენ.
წყვილმა ქალიშვილს ლილიბეტ დაიანა დაარქვა. ოფიციალურად კი სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ ქალიშვილს დაარქვეს ლილიბეტ (ლილი) დაიანა მაუნტმატე-უინძორი.
ამჟამად დედაც და ბავშვიც კარგად გრძნობენ თავს და უკვე სახლშიც გაეწერნენ. ჰერცოგი და ჰერცოგინია საზოგადოებას მადლობას უხდის თბილი სურვილებისა და მილოცვისთვის.
ამ ეტაპზე მეგანისა და ჰარის ახალშობილ გოგონას არ აქვს პრინცესას ტიტული, ისევე როგორც მისი ძმა, არჩი არ არის პრინცი. უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს შეიძლება შეიცვალოს მას შემდეგ, რაც პრინცი ჩარლზი გამეფდება.
ჰარიმ და მეგანმა ოპრასთან ინტერვიუს დროს ისაუბრეს, რომ გოგონას შემდეგ ისინი შვილების გაჩენას აღარ გეგმავენ.