
ნატალი ემანუელს მრავალ ცნობილ სატელევიზიო პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული, თუმცა მაყურებლების დიდი ნაწილი მას, სერიალიდან Game of Thrones იცნობს.
"როცა სამეფო კარის თამაშებში ვმონაწილეობდი, დავთანხმდი კონკრეტულ შიშველ სცენებში გადაღებას. ამის შემდეგ კი გაჩნდა წარმოდგენა, რომ სხვა პროექტებშიც, სადაც როლზე გაშიშვლება იყო საჭირო, მარტივად დავთანხმდებოდი, რადგან ეს უკვე ერთ სერიალში გავაკეთე", — ამბობს ნატალი ემანუელი.
მსახიობის თქმით, სამეფო კარის თამაშების შემდეგ ყველას მოლოდინი ჰქონდა, რომ მარტივად დათანხმდებოდა ისეთ როლებს, სადაც გაშიშვლება იყო საჭირო.
"ხალხს არ ესმის, რომ მე დავთანხმდი კონკრეტულ პირობებს ერთ კონკრეტულ პროექტში და ეს სხვა ყველა პროექტზეც ავტომატურად სულაც არ ვრცელდება. ამის მიუხედავად, ცდილობდნენ, დავერწმუნებინე, რომ ესა თუ ის როლი აუცილებლად მოითხოვს ამას, მე კი ვპასუხობდი: "გასაგებია, თუ ასე ფიქრობთ, მაგრამ მე თავს კომფორტულად არ ვგრძნობ, რომ ამაში მივიღო მონაწილეობა".- განაცხადა მსახიობმა.