
ქვეყანაში ამ ეტაპზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე რეგულაციების ნაადრევად შემსუბუქების წინააღმდეგი არიან ეპიდემიოლოგები. მათი შეფასებით, შესაძლოა ამ გადაწყვეტილებამ ეპიდვითარება გააუარესოს.
თუმცა შესაძლოა, მომდევნო კვირიდან ორჯერადად აცრილი პირებისთვის გარკვეული შეზღუდვები შემსუბუქდეს. მაგალითად, შესაძლოა მოიხსნას ღამე გადაადგილებაზე შეზღუდვა და გათავისუფლდნენ პირბადის ტარების ვალდებულებისგან.
ასევე აღსანიშნავია, რომ ქვეყანა მასობრივი ვაქცინაციისთვის ემზადება, რომელიც ივლისში უნდა დაიწყოს.