
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წევრ ნიკოლოზ ცქიტიშვილის მეუღლე, სოფო გოგებაშვილი პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა.
მისი თქმით, კალათბურთელთან ურთიერთობის დასაწყისში ასაკით პატარა იყო და ხშირად ეჭვიანობდა მეორე ნახევარზე, მაგრამ აქვე აღნიშნა, რომ ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა.
„უკვე დიდები ვართ ეჭვიანობისთვის. თავიდან ჩასაფრებული ვიყავი და ხშირად ვეჭვიანობდი, თუმცა დრომ მიმახვედრა, რომ წარმატებული ურთიერთობის ყველაზე დიდი საფუძველი არის ნდობა. მაგრამ ვფიქრობ, რომ ბოლომდე მაინც არ უნდა მოეშვა. ქალი ცოტა ეჭვიანი უნდა იყოს და ეს უხდება კიდეც. კაცებსაც მოსწონთ ოდნავ ეჭვიანი ცოლები. თუმცა ზომიერება არ უნდა დაკარგო.“ - განაცხადა სოფო გოგებაშვილმა.