
მოდელი, დიზაინერი და ასევე "მის საქართველოს" ტიტულის მფლობელი ჯანეტ ქერდიყოშვილი სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით კი "ინსტაგრამზე" საკმაოდ აქტიურია და გამომწერებს სხვადასხვა სიახლეს თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად მან სოციალურ ქსელში საკუთარი ფოტოები გამოაქვეყნა ფოტოსესიიდან. გულშემატკივრებმა ემოციები ვერ დამალეს და მას უამრავი სასიამოვნო კომენტარი დაუწერეს.