
თენგიზ ცერცვაძე მიიჩნევს, რომ 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა სავარაუდოდ მაისის ბოლოს მოიხსნება.
„როცა პიკში ახლა შევედით, ამ ეტაპზე, ისედაც შედარებით რბილი შეზღუდვების კიდევ უფრო შერბილება, ალბათ, არ იქნება მიზანშეწონილი, სანამ ყველას ერთიანი ძალისხმევითა და სოლიდარობით კოვიდი უკან არ დაიხევს, სანამ არ დაიწყება ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის შემთხვევების შემცირება. ჯერ სტაბილიზაციას უნდა მივაღწიოთ და შემდეგ უკვე გვექნება რეალური საფუძველი იმის, რომ მთავრობამ შეზღუდვები მოხსნას. ის ამისთვის მზადაა. მთავარი შეზღუდვა არის „კომენდანტის საათი“, სხვა შეზღუდვები არის დროებითი და ის სერიოზულ გავლენას არ მგონია რომ ახდენდეს. დიდი იმედი მაქვს, რომ ზაფხულში „კომენდანტის საათი“ არ იქნება. მაისის ბოლოსთვის მდგომარეობაც გაუმჯობესდება და „კომენდანტის საათიც“ მოიხსნება, ეს ჩემი აზრია“, - განმარტა ცერცვაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა შესაძლოა მაისის ბოლოს შემსუბუქდეს.