
ამერიკელმა მსახიობმა ტომ კრუზმა „ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციას“ „ოქროს გლობუსის“ სამი ჯილდო დაუბრუნა, რომელიც მას სხვადასხვა წელს მიენიჭა.
მისი წყაროების ინფორმაციით, ამგვარად კრუზმა პროტესტი გამოხატა კინოპრემიის ჟიურის შემადგენლობაში ამერიკული საზოგადოების წარმომადგენელთა არასაკმარისი მრავალფეროვნების წინააღმდეგ.
მანამდე ტელეკომპანია NBC-მ, რომელიც ტრადიციულად დაჯილდოების ცერემონიას აშუქებს, ამავე მიზეზით 2022 წელს ღონისძიების ტრანსლირებაზე უარი თქვა.
კინოპრემიის გარშემო სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც გაზეთ Los Angeles Times-ში დაიწერა, რომ 87 ჟურნალისტიდან არცერთი არ არის შავკანიანი. ამის შემდეგ „ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციასთან“ თანამშრომლობაზე უარი თქვეს Netflix-მა და Amazon-მა.