
მომღერალ ნინო ჩხეიძის საავტორო გადაცემამ "სტუმრად ნინოსთან" პერსონალურ და ბიზნეს ქოუჩს,ლობსქოუჩის დამფუძნებელს კახა ლობჟანიძეს უმასპინძლა . გადაცემის თემა იყო სტრესის მართვა.
გადაცემაში კახა ლობჟანიძემ ისაუბრა, როგორ გაუჩნდა ლობსქოუჩის შექმნის იდეა.
„თვითგამორკვევა,მეტი ენერგია,მეტი წარმატების მიღწევა,საკუთარი თავის პოვნა და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება.ეს არის ჩვენი სფერო,რაშიც ვეხმარებით ადამიანებს.“
ისაუბრეს რაში ეხმარება ქოუჩი ადამიანებს.
"ვკითხოთ საკუთარ თავს რა გვინდა და რატომ გვინდა. შევქმნათ ჩვენი ინდივიდუალური ფორმულა და გავუყვეთ ამ გზას."
ასევე, გადაცემის სტუმარმა, ისაუბრა ბიზნეს ქოუჩის მნიშვნელობაზეც.
მისი თქმით, ბიზნეს კომპანიის ქოუჩი არის კონკრეტულ კომპანიასთან ხედვების გაზიარება და კონკრეტული ხედვების დასახვა.
გადაცემის მეორე ნაწილის თემა კი იყო სტრესის მართვა. როგორც ქოუჩი ამბობს, სტრესი რომ არ გახდეს შეჩვეული,უნდა ვმართოთ ის. მივიღოთ სტრესი, არ უარვყოთ და დავიწყოთ მისი მართვა.
"ვკითხოთ საკუთარ თავს ,რატომ გვეშინია იმ კონკრეტულის და როცა მივაგნებთ მიზეზს,ვიწყებთ მის გაუმჯობესებას,მართვას. ვიკითხოთ რატომ ვართ სტრესში?! ვისწავლოთ მისი მართვა და იგი იქცევა ჩვენს ენერგიად - ეს არის სტრესის მართვა."
ქოუჩინგი გვეხმარება დავინახოთ ის,რაც ისედაც კარგად ვიცით.
გადაცემის ბოლოს კი, ახალი სიმღერის პრემიერაც შედგა, რომლის ფარგლებშიც ნინომ მომღერალ თამთა ჭელიძეს უმასპინძლა მაიკო კაჭკაჭიშვილის სიმღერით „როცა“.
მან ისაუბრა სამომავლო გეგმებზე. დააანონსა, რომ წერს რუსა მორჩილაძის სიმღერას რომლის ტექსტზე მუშაობს დათო ფორჩხიძე,არანჟირებაზე კი ბორიკო შხიანი. ნინო ჩხეიძემ თამთასთან გაამხილა, რომ თავადაც მუშაობს რუსა მორჩილაძის სიმღერაზე.
შეგახსენებთ, გადაცემას "სტუმრად ნინოსთან" შეგიძლიათ უსმინოთ და უყუროთ ყოველ ოთხშაბათს, 18:00 საათზე ერთდროულად რადიო სადგურებში „აფხაზეთის ხმა“ და „დარდიმანდი“. ასევე, ტელეკომპანიებში „აფხაზეთის ხმა“ და „დარდიმანდი“.