
გურამ დოჩანაშვილი ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და თაყვანისმცემლებმა უკანასკნელ გზაზე გააცილეს.
იქამდე კი სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. მწერალი მისივე სურვილით, საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალეს. გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.