საქართველოს პრეზიდენტის თვითიზოლაციაში გადასვლის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი განმარტებით, რისკების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადადის, მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი "კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით უკვე აცრილია. ამასთან, პრეზიდენტი PCR ტესტს არსებული პროტოკოლის შესაბამისად იკეთებს.