-
2021-04-06 15:45
49 წლის ჰანტერ ბაიდენმა,ჯო ბაიდენის შვილმა BBC-სთან ინტერვიუში დეტალურად ისაუბრა ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენების შესახებ.
ჰანტერ ბაიდენმა ინტერვიუში საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალები გაამხილა და საჯაროდ განაცხადა, რომ დედის, შემდეგ ძმის სიკვდილმა ცხოვრებაში დიდი ტრავმები დაუტოვა, რამაც ის ნარკოტიკზე და ალკოჰოლზე დამოკიდებული გახადა, რომლის წინააღმდეგ ბრძოლასაც ბევრი წელი დასჭირდა.
ჰანტერ ბაიდენის დედა 1972 წელს ავიაკატასტროფაში დაიღუპა, მისი ძმა, ბო ბაიდენი კი რამდენიმე წლის წინ, ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა.
ჰანტერ ბაიდენი ინტერვიუში ძმის ცხოვრების ბოლო დღეებს იხსენებს და ამბობს, რომ მუდმივად მასთან ერთად იყო და ძმის გარდაცვალებამ "ნამდვილ ბნელ ადგილას" მიიყვანა.
"მამაჩემი ყოველდღე მირეკავს, იმ დღეებშიც კი ყოველდღე მირეკავდა. ჩემი ძმა ახალი გარდაცვლილი იყო, ცოლთან დაშორებული ვიყავი... სრულიად მარტო ვცხოვრობდი და უზომოდ ბევრს ვსვამდი. ის [მამა] მიკაკუნებდა კარზე და მეკითხებოდა, "ჰანტერ, კარგად ხარ?" ვეუბნებოდი - "კი, კარგად ვარ", თუმცა მას არ ჯეროდა. მან მე მაშინ გადამარჩინა, მან მე ბევრჯერ გადამარჩინა" - ამბობს ინტერვიუში ჯო ბაიდენის შვილი.