
ქათმის ბურგერები
რეცეპტი:
დაგჭირდებათ:
პური;
ქათმის ფარში;
პომიდორი;
სალათის ფურცელი;
მჟავე კიტრი;
ყველის ფირფიტები ან ყველი ჩედარი;
წითელი ხახვი;
კეტჩუპი;
მაიონეზი;
შავი წიწაკა;
მარილი.
მომზადების წესი:
ქათმის ფარში შევაზავოთ მარილით და შავი წიწაკით, მოვათავსოთ გახურებულ ტაფაზე და დაბალ ცეცხლზე შევწვათ. პომიდორი, წითელი ხახვი და მჟავე კიტრი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, ამასობაში ამოვატრიალოთ ქათმის ფარში და ზემოდან დავადოთ ყველის ფირფიტები. კეტჩუპი და მაიონეზი ცალკე ჭურჭელში ავურიოთ ერთად, მრგვალი პურები გავჭრათ შუაზე და ერთ მხარეს წავუსვათ კეტჩუპი და მაიონეზი, დავადოთ სალათის ფურცლები, შემწვარი ფარში, მჟავე კიტრი, პომიდორი და წითელი ხახვი.
სულ ეს იყო, გემრიელად მიირთვით!