-
2021-04-02 16:20
საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, 3 აპრილის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +10, +15, აღმოსავლეთ საქართველოში კი +13, +18 გრადუსია მოსალოდნელი.
4-5 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექიც. დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსამდე დათბება.
თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 2-3 აპრილს +15, +17, ხოლო 4-5 აპრილს +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26