
პირველი აპრილიდან საქართველოში, მუშაობა განაახლეს თეატრებმა. აკრძალევების მოხსნის პირველივე დღეს, მაყურებელს პრემიერა შეთავაზა თავისუფალმა თეატრმა.
ეს თეატრი რეჟისორ ავთო ვარსიმაშვილის სპექტაკლით “სამი ჰალსტუხიანი და ანგელოზი” გაიხსნა. ერთ წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, რეჟისორები და მსახიობები ჯადოსნურ სცენაზე დაბრუნდნენ. მსახიობებთან და შემოქმედებით გუნდთან ერთად, თეატრს დაუბრუნდა მისი განუყოფელი და მთავარი – მაყურებელი.
დარბაზში მაყურებელი, რეგულაციების დაცვით განთავსდა. პირბადე, დისტანცირება ერთი სკამის გამოტოვებით და სპექტაკლის შემცირებული ფორმატი. ეს ის მთავარი შეზღუდვებია, რაც თეატრმა და მაყურებელმა მანამ უნდა გაითვალისწინოს, სანამ ქვეყანაში კორონაპანდემია იქნება.