-
2021-04-02 14:02
ტელეწამყვანს ნუკი კოშკელიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა და საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას Instagram - ზე ავრცელებს
მისი თქმით, ლეგენდა აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ერთ ოჯახის წევრს შეხვდეს კორონავირუსი და მეორეს არ გადაედოს.
"ლეგენდა, რომ შეიძლება კორონავირუსი შენ არ დაგემართოს, როცა ოჯახის წევრებს სჭირთ, ლეგენდა აღმოჩნდა. მე როგორც ვხვდები, სიმპტომების გამოვლენისთანავე ტესტი აჩვენებს დადებითს, იქამდე არა. დღეს დილას ძალიან ცუდად ვიყავი და ერთ რაღაცას გეტყვით: ძალიან გაუფრთხილდით ერთმანეთს, უცნაური ვირუსია, უცნაურად ცუდად ვგრძნობ თავს და ძალიან არასასიამოვნო შეგრძნებაა.
ოვის
ერთი დღე ჰქონდა მაღალი სიცხე და დღეს აღარ ჰქონია. მე და ბენი რიგრიგობით ვართ ცუდად, იმას სძინავს და მე ოვისთან ვარ. მანამდე ჩემი ჯერი იყო, მე მეძინა, ის იყო ბავშვთან და ასე ვენაცვლებით ერთმანეთს. აქ როცა კოვიდი დაგიდასტურდება, 14 დღის განმავლობაში არ გაქვს გარეთ გასვლის უფლება და თუ არ გავგიჟდები, არ ვიცი", - ამბობს ნუკი.