
მეგან მარკლი ბრიტანეთის სამეფო ოჯახს რასიზმსა და სიცრუეში ადანაშაულებს. მეგანის თქმით ის თვითმკვლელობის ზღვარზე მიიყვანეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ოპრა უინფრისთან, ტელეკომპანია „სიბიესში“ მიცემულ ინტერვიუში პრინც ჰარის მეუღლემ თქვა, რომ მის ვაჟს – არჩის, რომელიც უკვე ერთი წლისაა, უარი ეთქვა პრინცის წოდებაზე, რადგან სამეფო ოჯახში ბავშვის დაბადებისას არსებობდა ინტერესი და შეშფოთება იმის შესახებ, რამდენად მუქი შეიძლებოდა ყოფილიყო მისი კანის ფერი.
„უბრალოდ, აღარ მინდოდა მეცოცხლა. ეს იყო ძალიან მკაფიო, რეალური და საშიში მუდმივი აზრი“, – თქვა მეგან მარკლიმ.
მეგან მარკლიმ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მეუღლის ძმის ცოლმა ქეითმა ქორწილის წინ ატირა. პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ბრიტანეთის დედოფალზე პირდაპირი ბრალდებები არ გაუჟღერებიათ.