
ირინა შეიკი წარმატებული კარიერული საქმიანობის პარალელურად მარტოხელა დედაა. მას ოთხწლიანი ქორწინება აკავშირებს ბრედლი კუპერთან. რუს მოდელსა და ამერიკელ მსახიობს საერთო ქალიშვილი ჰყავთ, რომლის აღზრდაში ორივე თანაბრად იღებს მონაწილეობას.
ირინამ რამდენიმე დღის წინ The Sunday Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამჯერად მთავარი პრიორიტეტი საკუთარი ქალიშვილია და სრული ბედნიერებისთვის მას მამაკაცი საერთოდ არ სჭირდება.
“არასდროს მიფიქრია, რომ მამაკაცი მჭირდებოდა იმისთვის, რომ სრულყოფილი ქალი ვყოფილიყავი. 14 წლიდან მამის გარეშე ვცხოვრობდი და ვიცი, როგორია იზრდებოდე მხოლოდ ქალების გარემოცვაში. მჯერა ქორწინების ტრადიციის, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია სწორ დროსა და სწორად შერჩეულ პიროვნებაზე. თუ ცხოვრების თანამგზავრს ვიპოვი, მასზე უარს არ ვიტყვი, თუმცა დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ამჯერად ურთიერთობისთვის მამაკაცს ნამდვილად არ ვეძებ.”