
პოსტკოვიდური სინდრომის მქონე პაციენტთა კვლევა ხვალიდან იგეგმება. პროცესი დღეიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა დასვენების დღის გამო ის ერთი დღით გადაწიეს. ეპიდემიოლოგების თქმით, კვლევა კოვიდთან ბრძოლის მნიშვნელოვანი ეტაპია. სიაში მოხვდნენ თბილისში მცხოვრები ის პირები, რომლებმაც კოვიდი ბოლო 2 თვის განმავლობაში გადაიტანეს.
პაციენტების შერჩევა შემთხვევითობის პრინციპით მოხდება. კვლევის მიზანი პოსტკოვიდური სიმპტომის განვითარების პროცენტული დადგენაა.
"გვაქვს სია იმ პაციენტების, ვინც ბოლო 2 თვის განმავლობაში გადაიტანა კოვიდი თბილისის მასშტაბით, კვლევა მხოლოდ თბილისში ტარდება და შერჩევა მოხდება პაციენტების ე.წ. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. 400 ავადმყოფს მოიცავს კვლევა და არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ მეტი პაციენტი ჩავრთოთ კვლევაში, დაახლოებით 500-მდე," - განაცხადა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.