-
2021-03-02 16:46
„ქართული ოცნება“ არ აპირებს, რომ უკან დაიხიოს და ხალხის ხმა გაიგონოს. ჯერჯერობით, ამის ნიშანწყალი არაა. ასეთ ვითარებაში აქციები კანონიერია და აუცილებელიც, - ამის შესახებ საუბრობს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა
მისივე თქმით, აქციები კანონთან წინააღმდეგობაში არ მოდის.
„აქციები მანამდე იყო დაანონსებული, აქცია, რომელიც კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებშია, არანაირი წინააღმდეგობაში არ მოდის პარალელურ, სხვა პროცესთან. ჩვენ არსად არ გვითქვამს, რომ აქციების შეწყვეტას ვგეგმავთ მანამ, სანამ, მინიმუმ, რაიმე ტიპის შეხვედრა არ იქნება ჩანიშნული. ჯერჯერობით, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ყეყეჩობას ვხედავთ. „ქართული ოცნება“ არ აპირებს, რომ უკან დაიხიოს და ხალხის ხმა გაიგონოს. ჯერჯერობით, ამის ნიშანწყალი არაა. ასეთ ვითარებაში აქციები კანონიერია და აუცილებელიც“,- აცხადებს გიგი უგულავამ