„არანაირად არ მიმაჩნია ეს ხელისუფლება არც პროდასავლურად, არც დემოკრატიულად და საერთოდ მგონია, რომ უვარგისი და შესაცვლელია.“- დავით ზურაბიშვილი

Image

 პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში შარლ მიშელის ვიზიტს, ოპოზიციის პოზიციასა და ხელისუფლების საგარეო ვექტორზე პოსტს აქვეყნებს.

 

მისი შეფასებით, საგარეო საქმეთა მინისტრი ევროსაბჭოს პრეზიდენტის წინაშე დასჯილი მოწაფის მსგავსად წარსდგა, ხოლო ხელისუფლება თუ რუსულ ვექტორს ატარებს, მაშინ რატომ არის დასავლური ინსტიტუტების ჩართულობა მათთვის მნიშვნელოვანი.

“ესე იგი ხომ მკაცრად დასჯილი უდისციპლინო მოწაფესავით იყო დღეს ღარიბაშვილი და ხომ თვალებში შესციცინებდა ევროსაბჭოს პრეზიდენტს, რომელმაც კიდევ ბრიუსელში დაიბარა აჩოტების ჩასაბარებლად? ჰოდა ნაცების კომენტარებს გადავხედე და რუსული დიქტატურის დღეები დათვლილიაო, ზეიმობენ. ანუ მაგათი ლოგიკით ეს რუსული დიქტატურა ევროსაბჭოს პრეზიდენტთან ჩმორდება და საცაა დასრულდება.

აქედან გამომდინარე ვსვამ არცთუ რიტორიკულ კითხვას: როგორი დიქტატურაა ახლა ეს და როგორ აპირებენ საქართველოს რუსეთში შეთრევას ეს ჩემის გავრილოვები, ვინცხა ბლანჟეიანი მიშელი თუ ვერ დაუკიდებიათ ფეხებზე?

P. S. არანაირად არ მიმაჩნია ეს ხელისუფლება არც პროდასავლურად, არც დემოკრატიულად და საერთოდ მგონია, რომ უვარგისი და შესაცვლელია, მაგრამ აი, რუსული დიქტატურა რანაირად არის და რა ლოგიკით, გამაგებინეთ ერთი რა…” – წერს დავით ზურაბიშვილი.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !