
თბილისის მერმა ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, რომ რადიკალიზმისგან თავი შეიკავონ და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ.
„გაუგებარია, გუშინ საუბარი დაიწყო, რომ ვსხდებით, მოლაპარაკებები უნდა წარიმართოს და დღეს ისევ რადიკალიზმი და დესტრუქცია, პირველ რიგში, იმ პარტიებს, რომლებიც ამას აკეთებს, ეს არაფერს სასიკეთოს არ მოუტანს. კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ყველას, რადიკალიზმისგან თავი შეიკავონ, კეთილი ინებონ და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.