-
2021-03-02 14:20
ამ ინფორმაციის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა როშელ ვალენსკიმ განაცხადა.
”გთხოვთ, გარკვევით მომისმინოთ: შემთხვევების ამ რაოდენობით და ახალი ვარიანტების გავრცელების გამო, შესაძლოა, დიდი შრომის შედეგად მიღწეული მონაპოვარი დავკარგოთ. ეს ვარიანტები ძალიან რეალური საფრთხეა ჩვენი ხალხისა და ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესისთვის,“ - განაცხადა როშელ ვალენსკიმ.
მისი თქმით, „პოტენციური მეოთხე ტალღის“ თავიდან ასაცილებლად აუცილებელია კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული უსაფრთხოების ზომების დაცვა.
„ახლა არ არის უსაფრთხოების იმ მნიშვნელოვანი ზომების შესუსტების დრო, რომელსაც კოვიდ 19-ის გავრცელების შეჩერება შეუძლია. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, შევაჩეროთ პოტენციური მეოთხე ტალღა ამ ქვეყანაში,“- აღნიშნა დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-04-23 01:31
-
2017-04-23 01:19
-
2017-03-23 16:40
-
2017-03-09 14:43