
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გირაოს გადახდის შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას გათავისუფლების სრული შესაძლებლობა არსებობს.
პრემისერმინისტრის თქმით, მელიას საკითხი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრაზე გუშინ, პირველ მარტსაც დაისვა.
"მე ვთქვი, რომ ჩვენ არ და ვერ ჩავერევით კანონის აღსრულებაში. მეორე ბატონ მელიასა და მის ოჯახს ან პარტიის წევრებს აქვთ სრული შესაძლებლობა იმისა, რომ ნებისმიერ დროს ნებისმიერ დღეს გადაიხადონ მოთხოვნილი გირაო და ბატონი მელია, თუ მათ ინტერესებში შედის რეალურად ამ ადამიანის ციხიდან გამოყვანა, სანამ განაჩენი დადგება საქმეზე, იგი იყოს გამოყვანილი ციხიდან", — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამის გარდა, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მათ საარჩევნო რეფორმის საკითხიც განიხილეს. ამასთან, მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ ვადამდელი არჩევნების საკითხი არ განიხილება და ეს "წითელი ხაზია"