
თუ „ქართულ ოცნებას“ აქვს ილუზია, რომ ბატონი მიშელი ხვალ წავა და აღარ დაინტერესდება რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ეს ასე არ იქნება.
დაპირება, რომელიც ჩვენ დღეს მივიღეთ არის ის, რომ ევროკავშირი იქნება უკიდურესად აქტიურად ჩართული შექმნილი კრიზისიდან გამოსასვლელად და განახორციელებს ყველა შესაძლო გზით ზეწოლას იმისთვის, რომ კრიზისი დაიძლიოს, მათ შორის, ხელისუფლებაზეც, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე შეფასებით, ევროპელი მოკავშირეების და სტრატეგიული პარტნიორების შეშფოთება ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით უკიდურესად მაღალია.