
რატომ იმუხტება თმა ზამთარში და როგორ გავიმშრალოთ სწორად თავი?
ცივ პერიოდში თმა იმუხტება. ეს პრინციპი ყველა ტიპის თმაზე მოქმედებს. როგორ მოვიქცეთ იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ელექტრიზაცია? მთავარი საიდუმლო თმის სწორად გაშრობის პროცესშია.
სტატიკური ელექტროობის მოცილება თმის ზედაპირიდან ცივი წყლის გადავლების დროს არის შესაძლებელი. ასევე, დააბალანსეთ დაბანის სიხშირე. თუკი ძალიან მშრალი თმა გაქვთ, რეკომენდებულია ორ დღეში ერთხელ დაიბანოთ თავი. თმის ნიღბების გამოყენებაც ურიგო არ იქნება. არ გამოიყენოთ თმის დასასწორებელი საშუალებები ან ზედმეტად ცხელი საშრობი საშუალებები - ისინი ელექტრიზაციის მეგობრები არიან. უმჯობესია აცადოთ თმას დამოუკიდებლად გაშრობა. თუკი მაინც გინდათ თმის საშრობი გამოიყენოთ, მაშინ უმჯობესია მინიმალური ცხელი ჰაერითა და საშუალო ტემპერატურით მოხდეს ეს, ხოლო გაშრობის შემდეგ თმა ზეთით დაიმუშავეთ. მთავარი წესი - არასოდეს დაიტანოთ მსგავსი საშუალებები თმის ღერებზე ერთიანად. დაიტანეთ ერთი წვეთი ხელისგულზე, კარგად გაათბეთ ხელით და ჩამოიტარეთ თმაზე, ამ მეთოდით თავიდან აიცილებთ ჭუჭყიანი თმის ეფექტს.