
პოლიტიკური კრიზისის ფონზე თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ოპოზიციას ხვდება.
ამ შეხვედრის შემდეგ გააკეთებს განცხადებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და იტყვის რაში ხედავს ის გამოსავალს. შეხვედრას სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები ესწრებიან.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი იმედოვნებს, რომ ვიზიტი შედეგიანი აღმოჩნდება კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლის მიმართულებით.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერ დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ოპოზიციაც და ევროპელი პარტნიორებიც თანხმდებიან იმაზე, რომ გამოსავლის მოძებნას დიალოგი სჭირდება, შედეგზე ორიენტირებული დიალოგის გარემო კი ხელისუფლების ნაბიჯებმა დაანგრია.
"ლეიბორისტების" ლიდერი კი ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყების პირობად ნიკა მელიას ციხიდან გათავისუფლებას ასახელებს და აცხადებს, რომ ოპოზიცია თავის წილ კომპრომისზე უკვე წასულია, რადგან მშვიდობიანად და კონსტრუქციულად მოქმედებს.