რადიო „აფხაზეთის ხმის“ გამოხმაურება „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუზე

Image

გაზეთ „ასავალ-დასავალში“ დაიბეჭდა ინტერვიუ რეჟისორ ზაზა სვანაძესთან, სადაც რესპოდენტი ყოველგვარ საფუძველს მოკლებულ ბრალდებებს უყენებს სამაუწყებლო კომპანიას და ამასთან, ფაქტობრივად, მსმენელის მოტყუებაში ადანაშაულებს.

 

კერძოდ, ზაზა სვანაძე გაურკვეველ წყაროებზე დაყრდნობით (ის არათუ არ ასახელებს, არც მიანიშნებს ამ წყაროების წარმომავლობას და სანდოობას) აცხადებს, რომ "აფხაზეთის ხმა" ატერორებდა ბიზნესმენებს, მერაბიშვილის სახელით ყოველდღიურად "აწერდა" რეკლამას და ავალდებულებდა 2 ათასი ლარის მიტანას", რაც ყოვლად წარმოუდგენელი ცილისწამება და ჭორია.

 

რადიო „აფხაზეთის ხმა“ აცხადებს, რომ არასდროს დაურღვევია კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ და, მით უმეტეს, არც ადმინისტრაციას, არც ქვედა რგოლის სამსახურებს არასდროს მიუმართავთ რეკლამის მოპოვების არაკანონიერი გზებისთვის, რაც კარგად ჩანს შესაბამის დოკუმენტაციებში.

 

ამავე დროს, გაუგებარია, რა მოტივით უნდა დაფარულიყო „აფხაზეთის ხმის“ მსგავსი „რეკეტი“ ამ დრომდე, მაშინ როცა ბიზნესმენებს და კომპანიებს მრავალი დასაბუთებული თუ დაუსაბუთებელი ბრალდებები გამოუთქვამთ ამ კუთხით და მათ შორის არ ყოფილა დასახელებული „აფხაზეთის ხმა“.

 

ამავე ინტერვიუში ბატონი ზაზა სვანაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის მეუღლე რადიოს შტატგარეშე წამყვანი იყო და ასევე აღნიშნავს, რომ თითქოს ქალბატონ თამარ მერაბიშვილს ღამის საათებში ფსევდონიმით მიჰყავდა გადაცემა, რაც არ შეეფერება სინამდვილეს.

 

რაც შეეხება სიმღერას "არ მოუყვე არავის", ის მართლაც ტრიალებდა რადიო „აფხაზეთის ხმის“ ეთერში გიო ხუციშვილისა და თაკოს შესრულებით. ამასთან, რადიო „აფხაზეთის ხმა“ ითვალისწინებს სიმღერის ერთ-ერთი შემსრულებლის სურვილს იმის თაობაზე, რომ მან თავის დროზე მხოლოდ სახელის მითითება ისურვა. აქედან გამომდინარე, რადიო „აფხაზეთის ხმა“ ვერც ამ ეტაპზე გასცემს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ ვინ იყო სიმღერის მეორე შემსრულებელი.

 

რაც შეეხება თავად სიმღერას, რადიოს ეთერში მისი ხშირად გამეორების მიზეზი ის გახლდათ, რომ სინგლი დიდი მოწონებით სარგებლობდა მასმენელებში. მსგავს პრაქტიკას მიმართავს ყველა რადიომაუწყებელი როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

 

რადიო "აფხაზეთის ხმის" ადმინისტრაცია

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !