-
2021-02-23 14:08
რადიკალურმა ოპოზიციამ უნდა გააცნობიეროს, რომ მათი სცენარი, რომელიც იყო დესტაბილიზაციის, დაპირისპირების და ძალადობის სცენარი, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის სცენარი, დასრულდა აბსოლუტური ფიასკოთი, ამას არ აქვს მომავალი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
თალაკვაძე მოუწოდებს ოპოზიციას, დაბრუნდნენ ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესში, ხოლო სამართლებრივი საკითხები სასამართლოში გაირკვეს.
„რადიკალურმა ოპოზიციამ უნდა გააცნობიეროს, რომ მათი სცენარი, რომელიც იყო დესტაბილიზაციის, დაპირისპირების და ძალადობის სცენარი, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის სცენარი, დასრულდა აბსოლუტური ფიასკოთი, ამას არ აქვს მომავალი. ამიტომ მე კიდევ ერთხეკლ მივმართავ და მოვუწოდებ ყველა ჯანსაღ ოპოზიციურ ძალას დაბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში, სამართლებრივი საკითხები სასამართლო სივრცეში გაირკვეს და პოლიტიკა - პარლამენტში. აქციების მოწყობით და აქციების მუქარა ეს არ არის ახალი, რაც დღეს თქვა ოპოზიციის ამ ნაწილმა. რადიკალური ოპოზიცია ამით იმუქრება უკვე დიდი ხანია, შესაბამისად, ამას ახალ მოცემულობად ნუ მივიღებთ.
არა მხოლოდ გუშინ, ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აქამდეც არაერთხელ ჩვენ მათ ვუთხარით, რომ რიგგარეშე არჩევნები არ არის მოლაპარაკების საგანი და ვერ იქნება მოლაპარაკების საგანი. ამიტომ, ეს თვითონაც ძალიან კარგად იცოდნენ. როგორც რამდენიმე ოპოზიციონერმა საჯაროდ თქვა, ოპოზიციის ამ ბანაკში შიგნით იყვნენ ადამიანები, რომლებსაც პირდაპირი დავალება ჰქონდათ მიცემული საკუთარი თანაგუნდელების მიმართ, რომ მოლაპარაკება არ უნდა შემდგარიყო და დაბლოკილიყო ნებისმიერ ფასად. ამ ადამიანების სცენარმა და გზამ განიცადა სრული ფიასკო, ამიტომ მივმართავ ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებს, დაბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში, დაბრუნდნენ საპარლამენტო პროცესში ისე, როგორც ეს საზოგადოებამ 2020 წლის არჩევნების პროცესში გადაწყვიტა“, - განაცხადა თაკლაკვაძემ.